საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
"ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მე მჯერა, რომ ის წარმატებული განათლების მინისტრი იქნება. მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ამილახვარი 2021 წლიდან დღემდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, ის განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, პოსტიდან წასვლის შემდეგ კი, მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გააგრძელებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press