Foto

კლეიტონი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ  იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კლეიტონის თქმით, "უცხოეული აგენტების შესახებ კანონპროექტი" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას.

„ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ  იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას’’ - განაცხადა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.