ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კლეიტონის თქმით, "უცხოეული აგენტების შესახებ კანონპროექტი" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას.
„ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას’’ - განაცხადა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press