ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი დღეს პირველად ჩავიდა მოსკოვში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ჩინეთის ლიდერის ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება. ომი უკრაინაში პუტინთან მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
"ჩინეთი და რუსეთი კარგი მეზობლები და სანდო პარტნიორები არიან", - განაცხადა სი ძინპინმა მოსკოვში ჩასვლისას. მან აღნიშნა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთთან ერთად დაიცვას მსოფლიო წესრიგი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ ბიძგს მისცემს რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას",- თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინგი იქნება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც შეხვდება პუტინს ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press