თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მის მკურნალობის საკითხებში უშუალოდ არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში.
მან საუბრისას, ასევე გაიხსენა პოლონელი პოლიტიკოსი ლეხ კაჩინსკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე და დასძინა, რომ იგი პუტინმა მოკლა და ახლა თავადაც იგივე ელოდება.
"პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: "ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან". სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე", - განაცხადა სააკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press