რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი.
განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები.
„სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად უკანონოა, რადგან არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“, - თვლის რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press