მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი.
"თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაცობრიობის მეგობრები და ის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press