პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ასე გამოეხმაუარა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც პარლამენტის წინ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს.
მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გარემოებებით ცდილობს ქვეყანაში სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს.
"1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომელთა შეშვებაც ხდება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციისას მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ამ გარემოებაში ცდილობს, რომ გვამყოფოს ჩვენ ოპოზიციამ და სწორედ ეს სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press