Foto

ბლინკენი - ამერიკამ უკრაინისთვის 350 მილიონიანი დახმარება დაამტკიცა

ამერიკამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. 

“პრეზიდენტის დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა "ბრედლის" ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს", - განაცხადა ბლინკენმა.