ქვეყანას სახელი გაუფუჭონ და არ მივიღოთ სტატუსი, ერთადერთი რასაც აკეთებენ არის ეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს არის “ქართული ოცნება”, ოპოზიციას კი ეს არ სურს, ვინაიდან თუ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება გარანტი მმართველი პარტიის გაძლიერების.
„ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ყველა სხვა დანარჩენი ამ საკითხს უყურებს ასე - თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დარაზმულები არიან, რომ არ გაძლიერდეს „ქართული ოცნება“, ქვეყანა დაზიანდეს და არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press