ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის.
მიუხედავად ამისა, 11 მარტს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, გამოიკვეთა მე-3 მუხლის დარღვევა, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ ანდა ღირსების შემლახველ მოპყრობას.
სახალხო დამცველის აპარატმა ხელისუფლებას ასევე მოახსენა ექსპერტების დასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაიარა ქვეყანაში არსებული ყველა მკურნალობა, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მონაცემნთა დაცვის კანონი, მაშინ, როდესაც მსჯავრდებული სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას წამების ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნეს.
მოხსენებაში ასევე გამოთქმული იყო შეშფოთება, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისგან დაცვაზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press