პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს ფართოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პერსპექტივას "სულ უფრო რეალურს ხდის".
„პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ასევე,საჭიროა, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველდღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press