უნგრეთმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე, ევროკავშირის ერთობლივი განცხადება დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობად მიიღო“.
"ევროკავშირი ICC-ის გადაწყვეტილებას უყურებს, როგორც პასუხისგების პროცესის დაწყებას და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებსაც უკრაინაში მათი ბრძანებით ჩადიან", - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.
უნგრეთმა ასევე არ მოაწერა ხელი განცხადებას, რომელიც ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდასაჭერად გაავრცელეს.
როგორც Bloomberg წერს, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 23-24 მარტს გამართულ ევროსაბჭოს სხდომის განცხადებაშიც გამოჩნდება.
მედიის ინფორმაციით, ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, უფრო მკაფიო ფორმულირება მოითხოვოს.
შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press