Foto

ანდრეი იუსოვის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის

„ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

იუსოვის თქმით, რუსეთის ფედერაცია ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან.

„არის შემთხვევები, როდესაც პუტინის რეჟიმი, რუსეთის ფედერაცია, ყიდულობს დრონებს, სამოქალაქო საქონელს ღია წყაროებიდან და იყენებს მიკროჩიპებს ამ საქონლიდან. თუმცა, იარაღის მიწოდების არანაირი მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. უკრაინა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - აღნიშნა ანდრეი იუსოვმა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.