უნგრეთი არ ადასტურებს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვეტო დაადეს EU-ს განცხადებას პუტინის დაკავების ორდერის შესახებ, - ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მატე პაზოლაიმ უნგრულ მედიასთან გააკეთა.
პაზოლაის შეფასებით, უნგრეთის პოზიცია იყო, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდოდათ კომენტარის გაკეთება.
"ინფორმაცია ტყუილია, უნგრეთი ითვალისწინებს ICC-ის გადაწყვეტილებას და არ სურს მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება", - ამბობს ის.
შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press