Foto

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფუმიო კიშიდა უკრაინის მიმართ იაპონიის სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას, უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეუპოვრობის მიმართ კი, პატივისცემას გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერი პირველად ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მისი ვიზიტი კი, ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ჩასვლას მოჰყვა.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.