დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ქართული ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას და "მეორე ფრონტის" გახსნას გეგმავს.
ბჟანიას თქმით, „აფხაზეთს ომი არ სჭირდება, მაგრამ სიტუაციის ნებისმიერი განვითარებისთვის მზად უნდა იყოს“.
"საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50-ზე მეტი სახელმწიფო გამოდის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და შეერთებული შტატები. ამის ფონზე იმავე ძალებს საქართველოს მთავრობის დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია ბევრად რთულია, ვიდრე 2008 წელს",- განაცხადა ბჟანიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press