"TV პირველის" ჟურნალისტზე, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი, ალტ-ინფოს წევრი მამუკა ანდღულაძე, რომელსაც 18 მარტს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
"სამართალმა იზეიმა, მჯეროდა, რომ ასე იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ გათავისუფლების შემდეგ.
შეგახსენებთ, მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტიკურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press