უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 15 ბავშვი დაიბრუნა, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვები უკრაინაში მშობლებთან და კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად დაბრუნდნენ.
ლუბინეცმა განმარტა, რომ დაბრუნებული ბავშვები ომის დასაწყისში ოკუპირებული ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებიდან იყვნენ.
„მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელებმა ნახონ თავიანთი ნათესავები და იყვნენ საკუთარ მიწაზე. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, ეროვნული საინფორმაციო ბიუროს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე 308 ბავშვი დაბრუნდა“, - წერს ომბუდსმენი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press