ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, დაფიქსრიდა გულის წასვლის ეპიზოდიც, რაც გამოწვეული წონის კლებითა და სისუსტით, რაც თავისმხრივ იმ მძიმე მეტალების გამოა, რომელიც მის ორგანიზმში ჯერ კიდევ იმყოფება.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე რომ მკითხოთ კატასტროფულია იმიტომ, რომ კიდევ დაუკლია და 62 კგ-ია. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით, იყო 64, ახლა 62 კგ-ია. შესაბამისად, სისუსტეც უფრო ძლიერდება. დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული, სისუსტე აქვს საშინელი და გუშინწინ იყო მგონი, გული რომ წაუვიდა. ეს ყველაფერი წონის გამოა, სისუსტის გამოა და რა თქმა უნდა, იმ მძიმე მეტალების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არის მის ორგანიზმში", - განაცხადა ალასანიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press