ტყუილი და აბსურდია, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “POS TV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს.
მისივე თქმით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება არის ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი.
"ტყუილი და აბსურდია. მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. ჩემი დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში არის მერე ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი ვითომ კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში სამმა ქალმა ამხილა.
რამიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბრალდებებზე ვრცლად გადაცემა "სამნი & Co"-ში ისაუბრებს.
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
Mana press