ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოფიციალური ვიზიტით მყოფი იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია.
ვიზიტის დროს მან დაათვალიერა ქალაქი ბუჩა, სადაც, გასულ წელს 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რის გამოც ქალაქი რუსული სისასტიკის სინონიმი გახდა.
კიშიდამ განაცხადა, რომ ის დიდ ბრაზს გრძნობს ჩადენილი სისასტიკის გამო და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად.
"მსოფლიო შოკში ჩავარდა, როცა დაინახა, რომ ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო მოქალაქეები მოკლეს. ამ ადგილის მონახულების შემდეგ ნამდვილად დიდ ბრაზს ვგრძნობ ამ სისასტიკისთვის. იაპონია გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად", - განაცხადა კიშიდამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press