რუსმა ოლიგარქმა, ბორის ივანიშვილმა, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, განაჩენი გამოუტანა ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა დღევანდელ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსმა ოლიგარქმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გაჩუმება გადაწყვიტა, ტელეკომპანიას კი სოლიდარობა გამოუცხადა.
„რუსმა ოლიგარქმა, პუტინ-ევტუშენკოვის ხელის ბიჭმა - ბორის ივანიშვილმა, ამჯერად ტელეკომპანია „ფორმულას“ გამოუტანა დახურვის, გაჩუმების გადაწყვეტილება. სიმტკიცე და გამძლეობა „ფორმულელებო“! ამ ბრძოლას ოკუპანტების, კრემლისტებისა და პუტინისტების წინააღმდეგ, ქართველი ხალხი მოიგებს“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 000 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დაეკისრა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press