რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, თუ კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელედა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ურანით აღჭურვილი ჭურვების მიწოდებას გეგმავს.
პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თუ ეს დადასტურდა, რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით“, - განაცხადა პუტინმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press