დათო ტურაშვილი დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს მკურნალობას, - ამის შესახებ მწერალი დათო ტურაშვილის შვილმა, ანაკო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დათო ტურაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საჭიროებს გარკვეულ გამოკვლევებს, რომელსაც მწერალი თურქეთში ჩაიტარებს.
"დათო ახლა არის სტაბილურად, უკვე გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს გამოკვლევებს, იქ უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადა არის მათი დამსახურებაა. ახლა ის განაგრძობს თურქეთში მკურნალობას " - განაცხადა ანაკო ტურაშვილმა.
შეგახსენებთ, მწერალი დავით ტურაშვილი ტელეკომპანია "ფორმულაში" ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა. გადაცემა "მე 17 სართულის" მიმდინარეობისას, მწერალი სასწრაფო დახმარების ავტომობილით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press