პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
პლენარულ სესიაზე დაპირისპირება თავდაპირველად დეპუტატებს - სოზარ სუბარსა და ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა.
სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ასევე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს, ხათუნა სამნიძესა და მმართველი გუნდის წევრ გია ვოლსკის შორის, რა დროსაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
საკანონმებლო ორგანოს სასესიო დარბაზში ვითარება ამ დროისთვის განმუხტულია.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press