სოზარ სუბარმა მიმატრიალა და მითხრა, რომ ოცი წელია გიცნობ და შენ ხარ აგენტი, მე ვკითხე, ვისი აგენტი ვარ.. როდესაც შევეცადე დაკონკრეტებას, მან დაიწყო გინება და მეც შესაბამისი პასუხი მქონდა, გინებითვე ვუპასუხე, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნაკაიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, რასაც ის აჟღერებს საქართველოს პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ "ძალიან არ მოსწონს" და ოპონენტების გაჩუმებას ყველა გზით ცდილობს.
“მინდა, ბოდიში მოვუხადო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, იმ უშვერი სიტყვებისთვის, რომელიც ამ დაპირისპირების დროს მოძალადეებს ვუთხარი. უფრო მეტი მოთმინება მმართებდა. რაც შეეხება დაპირისპირების საკითხს, როცა არგუმენტები მთავრდება, როცა პოლიტიკური აზრის გამოხატვის საშუალება აღარ გაქვს, როცა ხარ განწირული და გიმტკიცდება ის, რაც ხარ რეალობაში, სხვა გზა აღარ გრჩება და გადადიხარ ძალადობაზე. რეალური ხალხის ძალა დავინახეთ ქუჩაში და რა შედეგიც დადგა, ეს კარგად ჩანს. მაგრამ ე.წ. ცრუ ხალხის ძალას ჩვენ ვეძახეთ მოღალატეები. ის დამოკიდებულებები, რასაც მე ვაჟღერებ საქართველოს პარლამენტში, ძალიან არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“. ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ცოტა ვისაუბროთ რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი იყო სოზარ სუბარის დამოკიდებულება იმიტომ, რომ პრაქტიკულად, სოზარ სუბარმა მიმატრიალა და მითხრა, რომ ოცი წელია გიცნობ და შენ ხარ აგენტი, მე ვკითხე, ვისი აგენტი ვარ.. როდესაც შევეცადე დაკონკრეტებას, მან დაიწყო გინება და მეც შესაბამისი პასუხი მქონდა, გინებითვე ვუპასუხე. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ოპონენტები თუ ვერ გააჩუმეს რაიმე იარლიყებით, რაღაცნაირად მაინც გაგაჩუმონ, ახლა ფიზიკური ძალა გამოიყენეს. მე არაფრის არ მეშინია, მე ეს პროცესები გავლილი მაქვს“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავენ, ცოტა ხნის წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press