იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს ძირს უთხრის, აქედან გამომდინარე პუტინმა უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.
"იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. საკუთარი თვალით ვნახე რუსული აგრესიის საშინელი შედეგები კიევსა და ბუჩაში. გასულ თვეებში, დიდი შვიდეულის სამიტის დროს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, რომელსაც მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press