რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
უკრაინის საკრებულოს წარმომადგენლის, ანატოლი კურტევის თქმით, ცნობილია 18 დაშავებულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია.
"ზაპორეჟიე ახლა, რუსული რაკეტა მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა. რუსეთი სრული სიველურით ქალაქს ბომბავს. საცხოვრებელ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს "მხოლოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში ან სხვაგან ევროპაში ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო მეტი ერთიანობა და გადაწყვეტილება, რომ უფრო სწრაფად დაამარცხონ რუსული ტერორი და დაიცვან სიცოცხლე",- წერს ზელენსკი.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press