Foto

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისს ეწვევა

2023 წლის 23-24 მარტს, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა.

გერმანიის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალენა ბერბოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა, ვიზიტი კი გაერთიანებული იქნება საინტერესო და დატვირთული პროგრამებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

"მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა." ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში", - წერს გერმანიის საელჩო საქართველოში.