უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა და ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.
ზელენსკიმ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა და ქვეყნის დაცვისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
"მე მაქვს პატივი, რომ ვიყო დღეს აქ, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა, რომ იცავთ სახელმწიფოს, სუვერენიტეტს, უკრაინის აღმოსავლეთს", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press