Foto

დეკანოიძე - აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტიის დატოვებაზე მიფიქრია

მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ბოიკოტთან დაკავშირებულ პარტიის პოზიციას არ იზიარებს, აქედან გამომდინარე გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჯერ-ჯერობით პარტიის დატოვების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

"მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, მე არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მე მაქვს აზრთა სხვადასხვაობა ჩემს კოლეგებთან და გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი პოზიცია არის სწორი. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება პირადად ჩემს მიერ გაჟღერებული.

მე ამაზე [პარტიის დატოვებაზე] ნაფიქრი მაქვს. ნაფიქრი მაქვს იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იქნება ჩემს მიერ გაჟღერებული და არავითარი სხვის მიერ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.