Foto

ზელენსკი ზაპოროჟიეზე - რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს

რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს, ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, სახელმწიფო და ხალხი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსული ჯარების მხრიდან ზაპოროჟიეზე მიტანილ იერიშებს.

მისივე თქმით, მსოფლიოს სჭირდება უფრო დიდი ერთიანობა და მონდომება, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ტერორის დამარცხება და სიცოცხლის დაცვა.

"ზაპოროჟიე. რუსული რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა. რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს. საცხოვრებელ უბნებს, სადაც უბრალო ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ, ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი.

ეს არ უნდა გახდეს "უბრალოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში, ან სხვაგან ევროპაში, ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო დიდი ერთიანობა და მონდომება, რომ უფრო სწრაფად დავამარცხოთ რუსული ტერორი და დავიცვათ სიცოცხლე", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, რომლის დროსაც გასროლილი რაკეტები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ამჟამინდეილ ინფორმაციით 25 ადამიანის დაშავება და 1 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.