ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ყველა ძალისხმევა გამოიყენეს, რათა რუსეთის უკრაინაში შეჭრა თავიდან აეცილებინათ, მაგრამ დიალოგმაც აზრი დაკარგა.
"ალიანსის წევრი ქვეყნები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთთან არსებით დიალოგზე, მაგრამ რუსეთი ამ მიზანს დაშორდა. ჩვენ ყველა ძალისხმევა გამოვიყენეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა რუსეთის უკრიანაში შეჭრა, მაგრამ შეჭრის შემდეგ, დიალოგმა აზრი დაკარგა.
ჩვენ ვერ გვექნება რაიმე არსებითი დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელიც პასუხისმგებელია მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე. უკრაინაში ომი ხვალ რომ დასრულდეს, ევროპაში უსაფრთხოების ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც არ შეიცვლება", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press