რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე, - ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართოლმემ განაცხადა.
როგორც პატრიარქმა ბართლომემ ლიეტუვის პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის ეკლესია, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენა.
"რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო ხელმძღვანელობა თანამშრომლობდნენ აგრესიის დანაშაულში და იზიარებდნენ პასუხისმგებლობას იმ დანაშაულებზე, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება", - განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.
მსოფლიო პატრიარქის თქმით, ის მზად არის, ომის შემდგომ, რუსეთს „სულიერ აღორძინებაში“ დაეხმაროს.
შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press