უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ბირთვულ აპოკალიფსს“ უახლოვდება,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის შედეგები ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს შეიძლება დეკემბერში ყოფილიყო.
"მოიხსნა თუ არა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ მოხსნილა, გაიზარდა. ყოველი დღე, როდესაც უცხოური იარაღი მიეწოდება უკრაინას, საბოლოოდ ეს აახლოებს ბირთვულ აპოკალიფსს...
მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რუსეთის გადაწყვეტილების, ან მისი პრეზიდენტის ან უზენაესი მეთაურის გადაწყვეტილებას, გაეკეთებინათ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და არასწორად გათვალეს. შედეგები ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე დეკემბერში იქნებოდა, ჩვენთან დოკუმენტისთვის რომ მოეწერათ ხელი.",- განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, დიმიტრი მედვედევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰიპერბგერითი „ონიქსის“ დარტყმით დაემუქრა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press