ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა.
როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, ერთადერთი, ვინ ამ პროცესს დაბრკოლებებს უქმნის, ოპოზიციაა.
„მე არ ვიცი რა არის ამ განცხადების კონტექსტი, აქედან გამომდინარე, კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება დეკემბერში და ჩვენი დღის წესრიგია 12 პუნქტის შესრულება. რაც შეეხება დაბრკოლებებს ამ გზაზე - დაბრკოლებები იქმნება ერთადერთი მხრიდან, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ არის ჩართული შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში“, - ამბობს ირაკლი კობახიძემ
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომელიც დღეს თბილისს უნდა ეწვიოს, ვიზიტამდე განაცხადა, რომ საქართველოში არის მცდელობები, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press