უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაური სოფელ პოსად-პოკროვსკოეს ეწვია, სადაც ომის შედეგად, ბევრი საცხოვრებელი სახლი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა.
ზელენსკი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ ისევე, როგორც ოკუპანტებისგან დაზარალებულ თითოეულ ქალაქსა და სოფელს“,- განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა რეგიონის ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტიც დაათვალიერა და დასახლებების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხზე ინფორმაცია მოისმინა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ხერსონის რეგიონის დაცვაში მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი გუშინ, 22 მარტს დონეცკის ოლქი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press