ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც მას "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი" უწოდა.
ნაკაიძის თქმით, მძიმედ ასატანი რეპუტაცია მხოლოდ მოღალატეებისთვის აქვს.
"ქართველი ხალხის მიერ თავად კუთხეში მიყენებული და გაფარჩაკებული პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ მუსლიმების და სხვა უმცირესობების დაცვა მძიმე რეპუტაციაა. მძიმე რეპუტაციის რა გითხრათ, მაგრამ მოღალატეებისთვის მძიმედ ასატანი რეპუტაცია ნამდვილად მაქვს"- წერს სოციალურ ქსელში ნაკაიძე.
შეგახსენებთ, 22 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონმდებლები პირველი მოსმენით "თავდაცვის კოდექსს" განიხილავდნენ, ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ტარიელ ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მიკროფონი ასევე ტარიელ ნაკაიძეს ესროლა.
მომხდარ ფაქტს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის კაცი" უწოდა. "თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, სხდომათა დარბაზში, კუთხეში, დგომა ეკუთვნის", - თქვა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press