არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება არ არსებობს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა ავალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თანამშრომლების ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ, იქამდე, სანამ ახალი შენობის აშენება ან განახლება მოხდება, ამ ყოველივეზე პასუხი კი მათ, სამინისტროს ოფიციალური განაცხადით მიეწოდებათ.
"არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. აქ საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებს, რომ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც დასჭირდება ახალი შენობის აშენებას ან განახლებას. ეს საკითხები მათ მიეწოდებათ სრულად ინფორმაციის სახით. სამინისტრო ამის თაობაზე გააკეთებს საჯარო განაცხადს", - განაცხადა ავალიანმა.
შეგახსენებთ, 21 მარტს გავრცელდა ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
კლინიკის თანამშრომლები, მუშაობის ხელშეშლაზე საუბრობენ, რომლის გამოც კლინიკის 1000 - ზე მეტ თანამშრომელს უმუშევრად დარჩენა ემუქრება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press