პირველი ოთხი MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოდ გადაეცა, - ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნაგიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სლოვაკეთი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას გააგრძელებს.
განცხადების თანახმად, დარჩენილი თვითმფრინავები უკრაინას მომდევნო კვირებში გადაეცემათ, თუმცა, ოპერატიული მიზეზების გამო, თარიღს წინასწარ არ ასახელებენ.
"მთავრობა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენ გვაქვს სწორი მიმართულება, რადგან სწორედ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა ", - განაცხადა იაროსლავ ნაგიმ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press