სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში.
"მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში”, - განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press