უნგრეთი არ დააპატიმრებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, თუ ის ქვეყანაში შემოვა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შტაბის უფროსმა განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად და დასძინა, რომ რომის სტატუტი არ არის ჩაშენებული უნგრეთის სამართლებრივ სისტემაში.
როგორც Evropeyska Pravda განმარტავს, საქმე იმაშია, რომ უნგრეთმა მხოლოდ ფორმალურად დაამტკიცა რომის სტატუტი, მაგრამ არ შეცვალა კანონმდებლობა მის შესასრულებლად.
შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press