საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქის დატოვებას თან უძღოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაყაჩაღება, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ნივთები წაიღეს, როგორებიცაა , ელექტრონული ტექნიკა, სამკაულები, ტანსაცმელი და ტელეფონები.
"22 მარტის მდგომარეობით, საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის უახლოესი სახლების შემოვლა საარსებო წყაროს გამო. დამპყრობლებმა მშვიდობიან მოსახლეობას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნივთები ჩამოართვეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press