Foto

დეგნანი ღარიბაშვილს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვედრილი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, მასში შემავალი ინფორმაცია შემოწმებული და გადამოწმებულია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც, განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა დასკვნებს, რომლებიც ე.წ. ელიტური NGO-ების მიერ მომზადდა.

დეგნანის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კარგი საშუალება და წყარო, რომ დავინახოთ თუ რა ხარვეზებია და რა იცვლება და უმჯობესდება წლების განმავლობაში.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კონცენტრირებულია საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე ან კონკრეტულ პირებზე და როდესაც ანგარიშში ხვდება ინფორმაცია, ის არის შემოწმებული და გადამოწმებული. ეს ანგარიშები არის კარგი საშუალება და წყარო, დავინახოთ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, ასევე რა იცვლება წლების განმავლობაში, რა უმჯობესდება“, - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, განაცხადა, რომ იგი არაობიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა.