Foto

ვოლსკი - დარწმუნებული ვარ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები არ ექნება და საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს

დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტიც კი ეწოდოს, ვინაიდან მათი მიზანი არა რეკომენდაციების შესრულება, არამედ სხვა ამოცანების განხორციელებაა.

„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ხვალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ