„რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. ივანიშვილი და „რუსული ოცნება” ცდილობს საზოგადოება დაყოს, დააპირისპიროს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყველა, ვინც პრობლემებს არა მმართველ პოლიტიკურ პარტიაში, აარამედ სხვაგან ეძებს, ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია.
"ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას. ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, „რუსული ოცნების" ნაცვლად, პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი.
ჩვენს ხალხს, აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოს ბედი, ხალხს აინტერესებს საკუთარი შვილების მომავალი, ახალგაზრდებს აინტერესებს ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ, საჯარო პოლიტიკაში მყოფები, ვალდებულნი ვართ, ვემსახუროთ ხალხს, მათ ინტერესებს.
რუსული პროპაგანდა, „რუსული ოცნების“ მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია, 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს. ცდილობს, როგორმე დაქსაქსოს და დააპირისპიროს საზოგადოება. ჩვენ კი უნდა გავაკეთოთ საპირისპირო.
პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახლა, ყველამ უნდა ვეცადოთ გავზარდოთ წნეხი ივანიშვილსა და მის რუსულ ხელისუფლებაზე. ვისაც, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ყველა ასეთ პროცესს.
არც ერთ წამს არ დავკარგავ უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში. ვხვდები ხალხს, ვესაუბრები, ვისმენ, ვუზიარებ და ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press