Foto

ბერბოკი - საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა გასულმა წლებმა

მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, მთავარი გზავნილი, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა, გერმანიის მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერაა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. 

„გერმანიაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თუ რა ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ფრიალებდა ევროპული დროშები. მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ. თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქართველი მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც აფრიალებდნენ ევროპულ დროშას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი. სამოქალაქო საზოგადოება ეს არის შანსი, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არამხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც და საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. სწორედ ამიტომ საქართველოში ჩამოვედი ძალიან კონკრეტული გზავნილით, მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში. გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“,- განაცხადა ბერბოკმა.