საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მეორე უარს ვერ გაიგებს და "ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის".
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტი მხარდაჭერის გამოხატულებას.
„აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
როგორც ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმისთვის იმყოფება, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.
„ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება, რათა კანდიდატის სტატუსი მიიღოს“,- განაცხადა ბერბოკმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press