გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრო ანალენა ბერბოკი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც გერმანელ დიპლომატს არსებულ ვითარებას და ოკუპაციის შედეგებს აცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს.
გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა.
ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press